„ფიორენტინას“ ყოფილი ფორვარდი 12-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა #1TVSPORT
„ფიორენტინას“ ყოფილი ფორვარდი 12-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა #1TVSPORT

სერია A-ს კლუბების ყოფილი ფორვარდი ფრანჩესკო ფლაკი ფეხბურთს 12-წლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა.

46 წლის ფლაკიმ ორშაბათს იტალიური საკლუბო ფეხბურთის მეხუთე დივიზიონში კლუბ „სინია 1914“-ის შემადგენლობაში ითამაშა „პრატო 2000“-ის წინააღმდეგ. შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.

ფლაკის 135 გოლი აქვს გატანილი „ფიორენტინას“, „ბარის“, „ანკონას“, „სამპდორიას“, „ემპოლისა“ და „ბრეშას“ შემადგენლობებში. ის აგრეთვე წარმოადგენდა იტალიის ნაკრებს ახალგაზრდულ დონეზე.

ფლაკის მთელი კარიერის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებით. 2007 წელს, მან 16-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოუჩინეს. მოგვიანებით, სასჯელი ორ წლამდე გაიზარდა. დაბრუნებიდან ერთი წლის თავზე, ფლაკიმ ისევ მიიღო დისკვალიფიკაცია და მიზეზი კვლავ კოკაინი იყო. ამჯერად, ფეხბურთელმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან 12-წლიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, რითაც პრაქტიკულად 34 წლის ასაკში დასრულდა მისი საფეხბურთო კარიერა.