„ფიორენტინას“ მწვრთნელი და მცველი მკრეხელური გამონათქვამების გამო დასაჯეს
„ფიორენტინას“ მწვრთნელი და მცველი მკრეხელური გამონათქვამების გამო დასაჯეს

იტალიის საფეხბურთო ლიგის (Serie A) სადისციპლინო კომიტეტმა „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი და მცველი მარტინ კასერესი ღვთის მგმობელი გამონათქვამების გამო დასაჯა. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინციდენტი მოხდა 27-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ფლორენციელები „ბრეშას“ ხვდებოდნენ (1-1). მატჩის შემდეგ კასერესმა და იაკინიმ ემოციები ვერ შეიკავეს და „მორწმუნეებისთვის შეურაცხმყოფელი ფრაზები წარმოთქვეს“.

როგორც ირკვევა, მსგავსი გამონათქვამები იტალიურ ფეხბურთში აკრძალულია და წესდების შესაბამისად ისჯება. კასერესს და იაკინის რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში გამართული 27 ტურის შემდეგ „ფიორენტინა“ მე-13 ადგილზეა, „ბრეშა“ კი სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფება და გავარდნის უპირველესი პრეტენდენტია.