„ფიორენტინას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
„ფიორენტინას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

„ფიორენტინამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გამოაცხადა – ეს არის 56 წლის სპეციალისტი ჯუზეპე იაკინი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თანამდებობა დატოვა ჩეზარე პრანდელიმ. მან განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ, რომელიც „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. ირკვევა, რომ პრანდელიმ ეს გადაწყვეტილება არასაფეხბურთო მიზეზებით მიიღო.

პრანდელი „ფიორენტინას“ 2020 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში. ბოლო 11 მატჩში გუნდმა მხოლოდ სამი მოიგო და 29 ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა.

იაკინი ფლორენციულ კლუბს 2019-2020 წლებში ავარჯიშებდა. სწორედ მის ნაცვლად მივიდა გუნდში პრანდელი.