„ფიორენტინამ“ იაკინი დაითხოვა და პრანდელი დანიშნა
„ფიორენტინამ“ იაკინი დაითხოვა და პრანდელი დანიშნა

„ფიორენტინამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯუზეპე იაკინი, – წერს Sky Sport. 56 წლის სპეციალისტი ფლორენციულ გუნდს გასული წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იყო ძალაში.

უკვე გამოცხადდა, რომ „ფიორენტინას“ ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება ჩეზარე პრანდელი. მისი ოფიციალური პრეზენტაცია სამშაბათს გაიმართება. 63 წლის სპეციალისტთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.

პრანდელი ერთხელ უკვე ედგა სათავეში „ფიორენტინას“ – 2005-10 წლებში.

სერია A-ს შვიდ სასტარტო მატჩში „ფიორენტინამ“ ორი მოიგო და გათამაშების ცხრილში მე-12 ადგილზეა.