ფიორენტინამ გააუმჯობესა დავიდე ასტორის სამუდამო კონტრაქტი
ფიორენტინამ გააუმჯობესა დავიდე ასტორის სამუდამო კონტრაქტი

საფეხბურთო კლუბი ფიორენტინა გააგრძელებს გუნდის ყოფილი კაპიტნის, დავიდე ასტორის ოჯახის მხარდაჭერას.

2018 წლის მარტში, სიკვდილის წინ, ასტორი დათანხმდა კლუბთან ოთხი წლით კონტრაქტის გაგრძელებას, მაგრამ ხელის მოწერა ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, ფიორენტინამ გარდაცვლილ ფეხბურთელთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა.

თანხას იღებენ ასტორის მეუღლე და მათი ქალიშვილი, რომელიც 2016 წელს არის დაბადებული. სამუდამო კონტრაქტის პირობები გაუმჯობესებულია – ფიორენტინა განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს, – იტყობინება Fox Sports.

31 წლის ასტორი ძილის დროს, გულის მუშაობაში დარღვევის გამო გარდაიცვალა.