„ფიორენტინამ“ ფაბიო გროსო გაათავისუფლა – მთავარი მწვრთნელის პოსტი პაოლო ვანოლიმ ჩაიბარა, რომელიც კლუბმა ოთხი თვის წინ დაითხოვა #1TVSPORT

20:30, 07.09.2026

ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად პაოლო ვანოლიმ ჩაიბარა, რომელმაც ამ პოზიციაზე ფაბიო გროსო ჩაანაცვლა.

გროსოს გაშვების გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის სტარტზე სამივე თამაში წააგო.

ვანოლი ბოლოს სწორედ „ფიორენტინას“ ედგა სათავეში. გასულ სეზონში მან სტეფანო პიოლი შეცვალა და ფლორენციელები სერია A-დან გავარდნას გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, ზაფხულში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გუნდი ფაბიო გროსოს ჩააბარეს.

მსგავსი