„ფიორენტინა“ ბატისტუტას დაასაქმებს
„ფიორენტინა“ ბატისტუტას დაასაქმებს

ფლორენციის „ფიორენტინამ“ კლუბში მუშაობა შესთავაზა თავის ყოფილ ფორვარდ გაბრიელ ბატისტუტას. ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, კერძოდ რა თანამდებობაზეა ლაპარაკი. ფლორენციულ კლუბში 50 წლის ბატისტუტას მიწვევის იდეა „ფიორენტინას“ ახალ მფლობელ როკო კომისოს ეკუთვნის.

ბატისტუტას როლი „ფიორეს“ სტრუქტურაში მალე გახდება ცნობილი. მოლაპარაკებების დროს შუამავლად გამოდიოდა ფლორენციელთა კიდევ ერთი ლეგენდა ჯანკარლო ანტონიონი, რომელიც ასევე კლუბის სტრუქტურაში მუშაობს.

გაბრიელ ბატისტუტა „ფიორენტინაში“ 1991-2000 წლებში მუშაობდა. სულ მან 331 მატჩი ჩაატარა და 203 გოლი გაიტანა. ამ კლუბში არგენტინელმა იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.