„ფიორენტინამ“ ამხანაგური მატჩი 21:0 მოიგო
„ფიორენტინამ“ ამხანაგური მატჩი 21:0 მოიგო

ფლორენციის „ფიორენტინა“ წინასასეზონო პირველ შეკრებას იტალიის პროვინცია ტრენტოში მართავს. ვინჩენცო მონტელას გუნდმა პირველი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა – ალპების საკურორტო ქალაქ ვალ-დი-ფასას გუნდთან.

შეხვედრა „ფიორენტინას“ გამარჯვებით დასრულდა – 21:0. პირველ ტაიმში გავიდა რვა გოლი, მეორე ტაიმში – 13.

ამხანაგურ მატჩებში ფლორენციელთა მორიგი მეტოქეები იქნებიან – მექსიკის „გვადალახარა“, „ბარი“, „ბენევენტო“, ლონდონის „არსენალი“ და ლისაბონის „ბენფიკა“.