„ფიორენტინამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაასახელა
„ფიორენტინამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაასახელა

„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელად ჯუზეპე იაკინის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

55 წლის სპეციალისტს ოფიციალურად პრესას 28 დეკემბერს წარუდგენენ. მომდევნო დღეს, ის გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, „ფიორენტინადან“ ვინჩენცო მონტელა დაითხოვეს. დღეისთვის, ფლორენციული კლუბი 17 ქულით მე-15 ადგილზეა იტალიის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში.

ადრე იაკინი ხელმძღვანელობდა „სამპდორიას“, „უდინეზეს“, „სასუოლოსა“ და „ემპოლის“. ის ადრე „ფიორენტინას“ ფეხბურთელი იყო.