„ფიორენტინა“ ბერარდით დაინტერესდა
„ფიორენტინა“ ბერარდით დაინტერესდა

„ფიორენტინა“ იტალიური საფეხბურთო კლუბ „სასუოლოს“ თავდამსხმელით, დომენიკო ბერარდით დაინტერესდა, – ინფორმაციას Tuttomercatoweb ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფლორენციელთა ხელძღვანელობა 25 წლის იტალიელს ფედერიკო კიეზას შემცვლელად მოისაზრებს, რომელიც კლუბს სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს. იტყობინებიან, რომ „ფიორენტინას“ ფორვარდის გადაბირება 24 მილიონი ევრო დაუჯდება.

2019-2020 წლების სეზონში ბერარდიმ „სასუოლოს“ შემადგენლობაში 23 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სამენეჯერო ინტერნეტ სააგენტო Transfermarkt.com იტალიელ თავდამსხმელს 19 მილიონ ევროდ აფასებს.