ფინური მედიის ცნობით, რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო
ფინური მედიის ცნობით, რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო

რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ფინური მედია სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიაში წერენ, რომ ეს სამშენებლო პროექტები არის პირველი ხელშესახები ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ მრავალი წლის შემდეგ კვლავ დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ფინეთის საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზების მოწყობაში.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკინენის თქმით, სატელიტურ სურათებში დაფიქსირებული ცვლილებები ფინეთს საფრთხეს არ უქმნის.

ფინური გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პეტროზავოდსკში სამხედრო საწყობის პრიორიტეტული ამოცანა სავარაუდოდ უკრაინის ფრონტზე აღჭურვილობის მიწოდებაა.

შეგახსენებთ, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთი შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებდა.