„ფინიქსმა“ „ფილადელფიის“ პირველი მარცხი დააფიქსირა, ბუკერმა კი 40 ქულა დააგროვა! (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. 2019-20 წლების სეზონზე რეგულარულში პირველი მარცხი განიცადა „ფილადელფიამ”. „სიქსერსმა” ჯოელ ემბიდის გარეშე სტუმრად „ფინიქსთან“ წააგო.

„სანსის” გამარჯვებაში ლომის წვლილი დევინ ბუკერმა შეიტანა. მის ანგარიშზე 40 ქულაა. 21 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა რიკი რუბიომ. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 32 ქულა ალ ჰორფორდმა დააფიქსირა. 24 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ტობაიას ჰარისს. ფურკან კორკმაზის ანგარიშზე კი 20 ქულა იყო.

ვაშინგტონი – დეტროიტი 115-99

ბრუკლინი – ნიუ ორლეანი 135-125

მემფისი – ჰიუსტონი 100-107

მინესოტა – მილუოკი 106-134

გოლდენ სტეიტი – პორტლენდი 127-118