NBA-მ მეექვსე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა #1TVSPORT
NBA-მ მეექვსე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

დასავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ფინიქს სანზის“ შემტევი მცველი დევინ ბუკერი. მისი საშუალო შედეგიანობა იყო 30.0 ქულა, თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი – 53.0 და სამქულიანების გამოყენების პროცენტი – 56.0. „ფინიქსმა“ გასულ კვირას ოთხიდან ოთხი თამაში მოიგო და გამარჯვებების სერია 16 მატჩამდე აიყვანა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა „ატლანტა ჰოქსის“ გამთამაშებელი ტრეი იანგი. ის საშუალოდ მატჩში 31.3 ქულასა და 8.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა და თამაშიდან 56.3-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. „ატლანტამ“ გასულ კვირას ოთხიდან სამ მატჩში გაიმარჯვა.