„ფინიქსმა“ ენტონი დევისი ვერ გააჩერა – „ლეიკერსის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „სანსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. მოქმედმა ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ ლებრონ ჯეიმსის გარეშე სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერს – „ფინიქსს“ უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ, 123:110 სძლია.
ფენომენური შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, რომელმაც ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. დევისმა არასრულ 41 წუთში 42 ქულა, 12 მოხსნა, 5 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. 17-17 ქულა დააგროვეს ალექს კარუზომ და კენტავიუს კალდველ პოუპმა.
სტუმართა შორის 24 ქულით კამერონ პეინი გამოირჩა. 21 ქულით დაასრულა მატჩი დევინ ბუკერმა. 13 ქულითა და 10 გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა კრის პოლმა.
„ფინიქსი“ 48 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის ლიდერ „იუტას“ 2 მოგებით ჩამორჩება. „ლეიკერსს“ 38 მოგება და 30 მარცხი აქვს და ჯერჯერობით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ლოს ანჯელესელები „პორტლენდს“ 1 მოგებით ჩამორჩებიან, „დალასს“ კი 2 მოგებით. შეგახსენებთ, რომ ნბა-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილებზე გასული გუნდები პლეიოფის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.
ლეიკერსი-ფინიქსი 123:110
https://www.youtube.com/watch?v=neguNllZCtk
ბოსტონი-მაიამი 124:130
https://www.youtube.com/watch?v=Ekd3XXKK2AA
კლიპერსი-ნიუ იორკი 100:106
https://www.youtube.com/watch?v=BOJzrW_f3zM
შარლოტი-ნიუ ორლეანი 110:112
https://www.youtube.com/watch?v=PdeaPvoqNyE
კლივლენდი-დალასი 97:124
https://www.youtube.com/watch?v=XxSWsszXQHQ
ორლანდო-მინესოტა 96:128
https://www.youtube.com/watch?v=vzLRHlN6Vbg
დეტროიტი-ჩიკაგო 96:108
https://www.youtube.com/watch?v=xblj069iRwU
საკრამენტო-ოკლაჰომა 126:98
https://www.youtube.com/watch?v=zc-HzQGvwuo