ფინეთში ფოსტალიონებისადმი სოლიდარობის ნიშნად საყოველთაო გაფიცვა გაიმართება
25 ნოემბერს ფინეთში, ფოსტალიონების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საყოველთაო გაფიცვა გაიმართება. გაფიცვაში მონაწილეობას ჰელსინკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ფინეთის ავიახაზების, სამრეწველო სექტორისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელები მიიღებენ.
ფოსტალიონთა გაფიცვა ფინეთში 11 ნოემბრიდან მიმდინარეობს. დამსაქმებლებთან მოლაპარაკებები ყველა ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.
ფოსტალიონები სხვა საფოსტო ორგანიზაციაში გადაყვანას და პროფკავშირების ცვლილებას მოითხოვენ. მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შესვლის შემდეგ, საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა.