ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აშშ-ის სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს – თითქოს გეგმა მოსკოვშია დაწერილი, სრულიად შლის გაერო-ს წესდებას
Finland’s Foreign Minister Elina Valtonen talks to journalists as she arrives to a meeting of NATO foreign ministers at NATO headquarters in Brussels, Tuesday, Nov. 28, 2023. NATO foreign ministers on Tuesday begin a two-day meeting in which the alliance will reaffirm its support for Ukraine’s defense against Russia’s invasion, explore ways of easing tensions between Kosovo and Serbia and look at preparations for NATO’s 75th anniversary next year. (AP Photo/Geert Vanden Wijngaert)
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აშშ-ის სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს.
ვალტონენის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თუ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს პირობები უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ევროპელი ქვეყნებისთვის მიუღებელია.
„ჩანს, თითქოს გეგმა მოსკოვშია დაწერილი. ის სრულიად და ცალსახად შლის გაერო-ს წესდებას“, – აღნიშნავს ვალტონენი.
ვალტონენის თქმით, ფინეთისა და ევროპის პოზიცია ნათელია.
„ჩვენ გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ამაზე უკვე ოთხი წელია, ვმუშაობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ვალტონენის განცხადებით, სამშვიდობო გეგმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც ამერიკული და არც უკრაინული მხარისგან არ მიუღია. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მშვიდობისკენ გზა ცეცხლის შეწყვეტით უნდა იწყებოდეს.
„ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა ამისთვის მზად იყო. ხოლო რუსეთი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და დათმობებზე არ წავიდა“, – აღნიშნა დიპლომატმა, რომლის აზრითაც, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევამდე ჯერ შორია.
ვალტონენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
გამოცემა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ახალი ე.წ. სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასისთვის მოსკოვმა უკრაინას ქირა უნდა გადაუხადოს. გეგმის მიხედვით, დაიბლოკება უცხოური ჯარების განლაგება უკრაინაში და შეწყდება აშშ-ის სამხედრო დახმარება, რუსული ენა გამოცხადდება სახელმწიფო ენად და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიენიჭება ოფიციალური სტატუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.