ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლურმა ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა მთლიანად არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ იქ ვითარება გაუარესდება
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლურმა ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა მთლიანად არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ იქ ვითარება გაუარესდება

დასავლურმა ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა მთლიანად არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ იქ ვითარება გაუარესდება. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხოთ ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან არასდროს ვიცით, რამდენად სერიოზული გახდება სიტუაცია. თუმცა ფინეთის პოზიცია მკაფიოა, ჩვენ არ ვაგზავნით ახლა არანაირ ძალებს და არ გვსურს ამის განხილვა“, – განაცხადა მან.

ფინელმა დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში ძალების გაგზავნის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რომ არსებობდა ფართოდ გავრცელებული აღქმა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არ მოხდებოდა. მისი თქმით, ასეთი იყო ფინეთის პოზიციაც.