ფინეთის მთავრობა - ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება დღის წესრიგში არ არის
ფინეთის მთავრობა - ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება დღის წესრიგში არ არის

ფინეთის მთავრობა „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ევროპულ მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ფინეთი ოთხდღიან სამუშაო კვირასა და ექვსსაათიან სამუშაო დღეზე გადასვლას გეგმავდა.

„პრემიერ-მინისტრმა მარინ სანნამ ამის შესახებ ერთ-ერთ პანელზე აგვისტოს თვეში ისაუბრა, როდესაც ის ტრანსპორტის მინისტრი იყო. მას შემდეგ ამ მხრივ ახალი არაფერი მომხდარა“.- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საეთაშორისო გამოცემამ, როგორიცაა მაგალითად „ლა რესპუბლიკა“, გერმანული „დოიჩე ველე“, „ ინდეფენდენთი “, „სანი“ და „დეილი მეილი“  ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ძველი ციტატა გაავრცელეს.

დატოვე კომენტარი