ფინეთის პრემიერ-მინისტრს ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება სურს
ფინეთის პრემიერ-მინისტრს ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება სურს

ფინეთის პრემიერ-მინისტრს ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება სურს.

ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

„მჯერა, ხალხი იმსახურებს, რომ მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან. დაუთმონ მეტი დრო ჰობის და კულტურას“, – აცხადებს მარინი.

მანამდე ის სამუშაო დღის ხანგრძლივობის ექვს საათამდე შემცირების იდეით გამოვიდა. სარინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების საკითხი მთავრობაში არ განიხილება და ეს მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა.

სანნა მარინი მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურია. სოციალ-დემოკრატი მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრად დეკემბერში აირჩიეს.

ის სათავეში უდგას კოალიციურ მთავრობას, რომელიც მწვანეების, მემარცხენეებისა და ცენტრისტებისგან არის დაკომპლექტებული.