ფინეთის ხელისუფლებამ ბალტიის ზღვაში ის რუსული ნავთობტანკერი დააკავა, რომელსაც ფინეთ-ესტონეთს შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელების დაზიანებაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს
ფინეთის ხელისუფლებამ ბალტიის ზღვაში ის რუსული ნავთობტანკერი დააკავა, რომელსაც ფინეთ-ესტონეთს შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელების დაზიანებაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს

ფინეთის ხელისუფლებამ ბალტიის ზღვაში ის რუსული ნავთობტანკერი დააკავა, რომელსაც ფინეთ-ესტონეთს შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა დენისა და ინტერნეტკაბელების დაზიანებაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს დირექტორის თქმით, იძიებენ სერიოზული საბოტაჟის შემთხვევას. ფინეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, გემი რომელიც კუკის კუნძულებზეა რეგისტრირებული, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაშია და სანქციების გვერდის ავლით, რუსული ნავთობის რეალიზაციას ცდილობს.

კაბელები ბალტიის ზღვაში 25 დეკემბერს დაზიანდა. ინციდენტის შემდეგ, ფინეთისა და ესტონეთის მთავრობებმა ვითარების შესაფასებლად საგანგებო შეხვედრები გამართეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

მომხდარს გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გამოძიების პროცესში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მზაობა გამოთქვა.