ფინანსთა სამინისტრო - პრობლემურ სესხებზე ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებგვერდზე vali.ge
ფინანსთა სამინისტრო - პრობლემურ სესხებზე ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებგვერდზე vali.ge

ფინანსთა სამინისტრო მსესხებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე – vali.ge.

„ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, მაგალითად: wali.ge, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს სამ მილიარდ ლარზე მეტს.

ამასთან, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი განმარტავს, რომ მოქალაქეებს, ვისი მონაცემები საიტზე ატვირთულია, ვალები უკვე ჩამოეწერათ.