ფინალისიმა არგენტინასა და ესპანეთს შორის 2026 წლის მარტის ბოლოს ჩატარდება #1TVSPORT
ფინალისიმა არგენტინასა და ესპანეთს შორის 2026 წლის მარტის ბოლოს ჩატარდება #1TVSPORT

არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ფინალისიმა 2026 წლის მარტის ბოლოს გაიმართება.

2024 წლის კოპა ამერიკასა და ევრო 2024-ის გამარჯვებულებს შორის მატჩი 2025 წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში იგეგმებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ, გადატვირთული კალენდრის გამო, მატჩი 2026 წლის მარტისთვის გადაიდო.

როგორც ესპანური გაზეთი AS-ი წერს, ესპანეთისა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, რაფაელ ლუსანმა და კლაუდიო ტაპიამ მიაღწიეს შეთანხმებას ფინალისიმას მარტის ბოლოს ჩატარებაზე.

აღნიშნავენ, რომ ხელმისაწვდომი თარიღები არსებობს 26-დან 31 მარტამდე ინტერვალში – იმ პეროდში, როცა გაიმართება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის თამაშები.

ფინალისიმას ჩატარების ადგილი ჯერ არ არის ცნობილი. ეს შეიძლება იყოს ლონდონის „უემბლის“ სტადიონი. სწორედ აქ გაიმართა 2022 წელს პირველი ფინალისიმა არგენტინასა და იტალიას შორის. მატჩის ორგანიზებაზე ასევე აცხადებენ პრეტენზიას საუდის არაბეთი და კატარი.

არგენტინამ უკვე მოიპოვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, ესპანეთი შესარჩევ ტურნირს სექტემბერში დაიწყებს.