ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონების – ესპანეთისა და არგენტინის დაპირისპირება 2026 წლის ფინალისიმაში არ შედგება.
როგორც ინტერნეტტელევიზია El Chiringuito იტყობინება, მატჩის გაუქმების შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათში გავრცელდება.
თავდაპირველი ვერსიით, ფინალისიმა უნდა ჩატარებულიყო 27 მარტს, კატარის „ლუსაილის“ სტადიონზე, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო.
მოგვიანებით პრესაში დაწერეს, რომ მატჩი, შეიძლება, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულიყო, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა არგენტინულმა მხარემ, რადგან არ სურდა მეტოქის მოედანზე თამაში.