ფილიპინებზე 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. „როიტერის“ ცნობით, გამოცხადებულია ცუნამის წარმოქმნის საფრთხეც.
მიწისძვრის ეპიცენტრი პონდაგუიტანის აღმოსავლეთით, 65 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.
მედიის ცნობით, არ გამოირიცხება ნგრევის საფრთხეც. ამ დროისთვის, ზიანისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.