ფილიპინებში ტაიფუნ „ფანფონს“ სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 190 კილომეტრს აღწევდა.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე კუნძულზე მეწყრული ზონები გააქტიურდა.
ფილიპინების მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. სააგენტო „ფრანს პრესი“ 16 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ტაიფუნი „ფანფონი“ სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით გადაადგილდება. სტიქია იმ რეგიონებს დაატყდა თავს, რომლებიც 2013 წელს ტაიფუნმა „ჰაიანმა“ გაანადგურა.