ფილიპინებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

07:50, 21.09.2018

ფილიპინებში, სებუს პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ინციდენტი ქალაქ ნაგაში მოხდა. 64 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მეწყერის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

მსგავსი