ფილიპინებს სუპერტაიფუნი „მანჯუთი“ დაატყდა თავს
ფილიპინებს სუპერტაიფუნი „მანჯუთი“ დაატყდა თავს

ფილიპინებს სუპერტაიფუნიმანჯუთი“ დაატყდა თავს. მასშტაბური სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მძვინვარებს.

BBC-ის ინფორმაციით, ტაიფუნის სიმძლავრის გამო, რამდენიმე პროვინციაში 800 ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სუპერტაიფუნმა, შესაძლოა, სერიოზული ნგრევა გამოიწვიოს და მილიონობით ადამიანი დააზარალოს. ამ მომენტისთვის სტიქიის ეპიცენტრში საათში 225 კილომეტრის სიჩქარის ქარსა და ძლიერ წვიმას უმკლავდებიან.

როგორც ცნობილია, სუპერტაიფუნს გეზი დასავლეთისკენ უჭირავს. 17 აგვისტოს ის ჰონგ-კონგს დაატყდება თავს.

ფილიპინების სინოპტიკოსების ინფორმაციით, „მანჯუთი“ წელს ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. ამავე სიმძლავრის ტაიფუნმა „ჰაიენმა“ 2013 წელს 7 ათასი ადამიანი შეიწირა.

ექსპერტები ამბობენ, რომ „მანჯუთი“, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი აღმოჩნდეს.