ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა
ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. ფილიპინების ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი სამოქალაქო პირია, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი სამოქალაქო პირი.

ფილიპინების თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოთხ სამხედროს ამ დრომდე ეძებენ. „სი-130 ჰერკულესის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავში ავიაკატასტროფის დროს 96 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე თვითმფრინავიდან მანამდე გადახტა, ვიდრე საჰაერო ხომალდი კატასტროფას განიცდიდა. სამხედრო თვითმფრინავი კუნძულ ჯოლოზე დაჯდომას ცდილობდა. ბორტზე მყოფი სამხედროები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ჩართულიყვნენ.