ჰოლანდიელი სპეციალისტი ფილიპ კოკუ „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა – მან ამ პოსტზე ფრენკ ლემპარდი შეცვალა. ამის შესახებ ინგლისურმა კლუბმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა. მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ „დერბი ქაუნთი“ ჩემი ახალი კლუბი გახდება. მოუთმენლად ველოდები გუნდთან და გულშემატკივრებთან შეხვედრას, რათა ერთად დავიწყოთ ეს თავგადასავალი“, – თქვა კოკუმ.
40 წლის ლემპარდი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
კოკუს ბოლო სამუშაო ადგილი „ფენერბაჰჩე“, საიდანაც 2018 წლის ოქტომბერში გაუშვეს.