ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს, მანქანა ამოაბრუნეს და დაამტვრიეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. ბარიერების ნაწილით ისინი მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართებოდნენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა დააანონსეს, საღამოს პარლამენტთან კვლავ აქცია იგეგმება.