ფილარმონიასთან დაპირისპირებაა - აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები დაუშინეს [ვიდეო]

თბილისში, ფილარმონიასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ავტომობილის მინები ჩაამსხვრიეს და ავტომანქანა გადაატრიალეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ბარიერებით მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართება.