ფიჯის კუნძულებზე ძლიერი ციკლონის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

13:55, 18.12.2020

ფიჯის კუნძულებზე ძლიერი ციკლონის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი სამი თვის ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მბუას პროვინციაში, ვანუა-ლევუს კუნძულზე მე-5 კატეგორიის ტროპიკულმა ციკლონმაიასამ“არქიპელაგზე მეწყერთან ერთად გადაუღებელი წვიმა, 285 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარი და წყალდიდობა გამოიწვია. ციკლონის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, რამდენიმე პროვინციაში გაითიშა ელექტროენერგია, ჩაიხერგა და დაიტბორა გზები.

ფიჯის პრემიერ-მინისტრის, ფრენკ ბაინიმარამას განცხადებით, სავარაუდო ზარალი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი