ფიგურული ციგურაობა | საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.
რიტმული ცეკვების შემდეგ დევისი და სმოლკინი მე-10 ადგილზე იყვნენ, თავისუფალ პროგრამაში მათ 113.31 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 198.65 ქულა მოაგროვეს და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სპორტულ ცეკვებში ორი ადგილი ექნება.
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლორენს ფურნიე ბოდრისა და გიემ სიზერონის (საფრანგეთი) წყვილი გახდა.
კვარცხლბეკი:
1. ლორენს ფურნიე ბოდრი/გიემ სიზერონი (საფრანგეთი) – 230.81 ქულა
2. პაიპერ გილასი/პოლ პუარიე (კანდა) – 211.52
3. ემილია ზინგასი/ვადიმ კოლესნიკი (აშშ) – 209.20