ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 77.15 ქულა დაიმსახურა, 23 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა და ფინალში თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვა.

დევისისა და სმოლკინის წყვილი თავისუფალი პროგრამით 11 თებერვალს გამოვა – შეჯიბრება 22:30 საათზე დაიწყება. 10 თებერვალს კი ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამას მამაკაცები წარადგენენ. მილანში საქართველოს ნაკრების სახელით ნიკა ეგაძე იასპარეზებს – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.