ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო გრანპრის ფინალში საქართველოს ნაკრები სამ დისციპლინაში იასპარეზებს #1TVSPORT
10-13 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო გრანპრის ფინალი გაიმართება.
გრანპრის ფინალის საგზურის მოპოვებას სხვადასხვა ეტაპზე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი ცდილობდა. საქართველოს ნაკრების წევრები ISU-ს მსოფლიო გრანპრის სერიის ეტაპებზე ოქროს — ერთ და ვერცხლის ოთხ მედალს დაეუფლნენ და, ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ფიგურული ციგურაობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებისთვის სამი საგზური მოიპოვეს.
გრანპრის ფინალში ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები), დიანა დევისი/გლებ სმოლკინი (ყინულზე ცეკვები) და ანასტასია გუბანოვა (ქალები) მიიღებენ მონაწილეობას.