ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას წარადგენს, სმოლკინი-დევისის წყვილი თავისუფალ ცეკვაში გამოვა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას წარადგენს, სმოლკინი-დევისის წყვილი თავისუფალ ცეკვაში გამოვა #1TVSPORT

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. 28 მარტს თავისუფალ პროგრამას ნიკა ეგაძე წარადგენს, ხოლო გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი თავისუფალ ცეკვაში გამოვა.

ნიკა ეგაძეს მოკლე პროგრამის შემდეგ 78.84 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. ის თავისუფალ პროგრამაში მე-10 ნომრად იასპარეზებს. შეჯიბრება თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება სმოლკინი-დევისის წყვილს, მან რითმულ ცეკვაში 79.34 ქულა დაიმსახურა და მე-10 ადგილზეა. წყვილი თავისუფალ ცეკვას მე-11 ნომრად წარადგენს. ასპარეზობა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს დელეგაციას მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ვერცლის მედალი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოუტანა.

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.