ფიგურული ციგურაობა | მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟთა შორის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ფიგურისტმა, მორის ყვითელაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა.
მორის ყვითელაშვილმა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში არაერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა:
მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე;
მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე;
მსოფლიო გრან-პრის ეტაპზე გამარჯვება;
მედლები მსოფლიო გრან-პრის რამდენიმე ეტაპზე;
მეექვსე ადგილი ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩემპიონატზე;
მეათე ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე;
მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი…
მორის ყვითელაშვილი 2022 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის მედროშე იყო.