ფიგურული ციგურაობა - კონსტანტინე სუპატაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, კონსტანტინე სუპატაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კონსტანტინე სუპატაშვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან საუკეთესო შეფასება – 123.88 ქულა მიიღო და 16 ფინალისტს შორის პირველ ადგილზე გავიდა. ქართველმა მოციგურავემ ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 65.12 ქულა დაიმსახურა და ფინალში გამოსვლის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში მისმა მაჩვენებელმა 189 ქულა შეადგინა და კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოსთვის ეს ვერცხლის მეორე მედალია. 1997 წელს ჩატარებულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ვახტანგ მურვანიძეს ერგო, 2017 წელს კი ბრინჯაოს მედალი ნიკა ეგაძემ მოიპოვა.