ფიგურული ციგურაობა - გუნდური შეჯიბრის ეკვატორზე კანადა ოთხი ქულით ლიდერობს
კვირას პიონჩანგში გაგრძელდა გუნდური პირველობა ფიგურულ ციგურაობაში. მოკლე პროგრამები შეასრულეს ჯერ საცეკვაო დუეტებმა, შემდეგ ქალებმა.
ცეკვებში პირველ ადგილზე გავიდნენ კანადელები – ტესა ვირტუ და სკოტ მოირი 80.51 ქულით. მეორე ადგილი ამერიკულმა დუეტმა დაიკავა მაია სუბიტანისა და ალექს სიბუტანის შემადგენლობით – 75.46. მესამეზე იყვნენ ოარ-ის (ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან) წევრები – ეკატერინა ბობროვა და დიმიტრი სილოვიოვი – 74.76.
რაც შეეხება ქალების ასპარეზობას, აქ მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა ევგენია მედვედევამ (ოარ) – 81.06. შემდეგ მოდიან კაროლინა კოსტნერი იტალიიდან (75.10) და კეიტლინ ოსმონდი კანადიდან – 71.38.
რვიდან ოთხი დისციპლინის შემდეგ, გუნდურ ასპარეზობაში მონაწილე 10 ნაკრები ასე განაწილდა:
1. კანადა – 35 ქულა
2. ოარ – 31
3. აშშ – 29
4. იაპონია – 26
5. იტალია – 26
6. ჩინეთი – 18
7. გერმანია – 16
8. ისრაელი – 13
9. საფრანგეთი – 13
10. კორეა – 13
მოკლე პროგრამების შემდეგ, ტურნირის მეორე ნაწილში პირველი ხუთი გუნდი გადავიდა. ისინი ორი დღის განმავლობაში შეასრულებენ თავისუფალ პროგრამებს სპორტულ წყვილებში, კაცებში, ქალებსა და ცეკვებში, რის შემდეგაც, გამოვლინდება ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე