ფიგურული ციგურაობა | დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს #1TVSPORT
ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.
რიტმულ ცეკვებში ასპარეზობის შემდეგ წყვილი 73.22 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 117.28 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში კი 190.50 ქულა მიიღო და საქართველოს ოლიმპიადის, რომელიც 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება, ორი ლიცენზია მოუტანა.
ოლიმპიადის ლიცენზია წყვილებში ასევე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს, რომელებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, 02:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვლენ, სადაც ნიკა ეგაძე იციგურავებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.
სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (222.06, აშშ) გახდნენ, ვერცხლის მედლები პაიპერ ჯაილსმა და პოლ პოირიერმა (216.54, კანადა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ოლივია სმარტი და ტიმ დიკი (207.11, ესპანეთი) დაეუფლნენ.