ფიგურული ციგურაობა | დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო რიტმულ ცეკვაში წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა წარადგინა.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა მსაჯებისგან 79.34 ქულა დაიმსახურეს, მე-10 ადგილზე გავიდნენ და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მიიღეს.
სპორტულ წყვილთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა 28 მარტს შედგება.