ფიგურული ციგურაობა | დევისისა და სმოლკინის წყვილი რიტმული ცეკვის შემდეგ პირველ ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

16:40, 05.09.2026

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი „კინოშიტას თასი 2026“ დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების მოცეკვავე წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა თავიანთი ახალი რიტმული ცეკვა წარმოადგინეს.

სეზონის პირველი სტარტი საქართველოს ნაკრების წევრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა – რიტმული ცეკვის შემდეგ ისინი 79.74 ქულით პირველ ადგილზე არიან.

დივისისა და სმოლკინის წყვილი ტოკიოში თავისუფალ პროგრამას 6 სექტემბერს წარადგენს.

მსგავსი