ფიგურული ციგურაობა | დევისისა და სმოლკინის წყვილი „კინოშიტას თასის“ გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი „კინოშიტას თასი 2026“ დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების მოცეკვავე წყვილმა, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის შემადგენლობით, პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა რიტმული ცეკვაში 79.74 ქულა დაიმსახურეს და პირველ ადგილზე იყვნენ. თავისუფალი პროგრამით გამოსვლის შემდეგ მათ 188.99 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.