ფიგურული ციგურაობა | 23-27 მარტს მონპელიეში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება #1TVSPORT
23-დან 27 მარტის ჩათვლით საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 40-მდე ქვეყნის 166 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონატზე იმავე შემადგენლობით იასპარეზებენ, როგორიც იყო პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა ( ერთეულები).
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ( სპორტული ცეკვები).
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები).
ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადის შემდეგ მზადების ეტაპებს საზღვარგარეთ გადიან, მათგან მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა და საფინა-ბერულავას წყვილი იტალიის ქალაქ ბერგამოში, ხოლო მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი გერმანიის ქალაქ ობერსდორფში ვარჯიშობენ.
ქართველი სპორტსმენები სრული შემადგენლობით საფრანგეთში 20 მარტისთვის შეიკრიბებიან.