ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ხვალ იაპონიის ქალაქ საიტამაში ოფიციალურად აიღებს სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. პირველობაში მონაწილეობას 43 ქვეყნის 167 მოციგურავე მიიღებს. ვაჟებში მედლებისთვის 35 სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორისაა მორის ყვითელაშვილი. მოკლე პროგრამას ის 21 მარტს წარადგენს, თავისუფალს კი 23 მარტს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოლიმპიური ციკლის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა. საიტამაში პლანეტის უძლიერესი მციგურავეები შეიკრიბებიან. მათ შორის, 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონები, ბოლო წლების ევროპისა და მსოფლიო პირველობების გამარჯვებულები. სწორედ ამ შეჯიბრში გამოიკვეთებიან ის სპორტსმენები, რომლებსაც 2022 წლის ზამთრის თამაშებზე მედლებზე ექნებათ პრეტენზია.

მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი –

20 მარტი :სპორტული წყვილები – 05:30
ქალები (მოკლე პროგრამა) – 10:05
21 მარტი: სპორტული წყვილები ( თავისუფალი) – 05:30
ვაჟები ( მოკლე პროგრამა) – 11:00
22 მარტი : რიტმული ცეკვა – 07:00
ქალები (თავისუფალი პროგრამა) – 12:30
23 მარტი: სპორტული ცეკვები (თავისუფალი) – 07:30
ვაჟები (თავისუფალი პროგრამა) – 12:30
24 მარტი : გალა – საჩვენებელი პროგრამა – 10:00