მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) გამოაცხადა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გაუქმების შესახებ.
გარდა ამისა, 2020-21 წლების სეზონში არც გრანპრის ფინალი გაიმართება.
ამ ტურნირების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ISU-ს საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მიზეზად კორნავირუსის პანდემია დასახელდა.
ევროპის ჩემპიონატი უნდა გამართულიყო 25-31 იანვარს ზაგრებში (ხორვატია), გრანპრის ფინალი კი იგეგმებოდა 10-13 დეკემბერს პეკინში, მაგრამ ჩინეთმა უარი თქვა ტურნირის მასპინძლობაზე.
შენახსენებთ, რომ გასულ სეზონში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მორის ყვითელაშვილმა.