ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარეობს.
„მინსკ-არენაზე“ პირველობის 34 ქვეყნის 145 მოციგურავე ასპარეზობს. მათ შორის ვაჟების კატეგორიაში 37, გოგონების კატეგორიაში – 36, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში კი, შესაბამისად, 11 და 25 მოციგურავე წყვილი.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე დაიცავენ.
ყვითელაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე და თავისუფალ პროგრამებს შესაბამისად 24 და 26 იანვარს შეასრულებენ.