ფიფას წარმომადგენელი მოედანზე გადაფურთხებისთვის ფეხბურთელების დასჯას ითხოვს

20:34, 28.04.2020

ფიფას სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე მიშელ დ’ჰოგე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ფეხბურთელებს მოედანზე გადაფურთხება უნდა აეკრძალოთ.

„ეს ძალიან არაჰიგიენურია და თან ასეთი ხერხით შეიძლება ვინმე დააინფიცირო“, – ამბობს დ’ჰოგი ჰოლანდიურ „ტელეგრააფთან“ ინტერვიუში, – „ფეხბურთელებმა ასეთი ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავონ. შესაძლოა, უპრიანი იყოს გადაფურთხებისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებაც. არ არის ცუდი იდეა“.

რა მოსაზრება აქვს ამის შესახებ ფიფას ხელმძღვანელობას ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი