ფიფას თხოვნა ქართულ კლუბებსაც შეეხება - მოთამაშეები ხელფასების შემცირებას უნდა დათანხმდნენ
ფიფას თხოვნა ქართულ კლუბებსაც შეეხება - მოთამაშეები ხელფასების შემცირებას უნდა დათანხმდნენ

დასრულდა ფიფას ხელმძღვანელობის შეხვედრა ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) და პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIFPro) წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც ფიფამ ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებაზე თანხმობა სთხოვა.

ფიფას მიმართავს ფეხბურთელებს, რომ დათანხმდნენხელფასის 50% -ით შემცირებას მანამ, სანამ კოროვირუსული პანდემიით გამოწვეული არეული ვითარება არ მოგვარდება, იტყობინება Fichajes.

ამას გარდა, ფიფას გადაწყვიტა, რომ კლუბებს დროებით არ შეეძლებათ მოთამაშეებთამ ან მწვრთნელებთან კონტრაქტების შეწყვეტა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა და ფიფა მოთამაშეებისთის ხელფასების შემცირების შესაძლებლობას განიხილავდა. ხელფასების 50% -ით შემცირდებას კლუბების ნახევარზე მეტი უჭერდა მხარს. საბოლოოდ ფეხბურთელებს ხელფასს ერთნაირი პროცენტით შეუმცირებენ.

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა ასევე განიხილეს საკითხი და ფეხბურთელებს ხელფასების 50% -ით შემცირება სთხოვენ. დიდი ალბათობით, ფიფას ეს თხოვნა ქართული კლუბების მოთამაშეებსაც შეეხებათ.