ფიფას საიუბილეო კონგრესი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება
ფიფას საიუბილეო კონგრესი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) საიუბილეო 70-ე კონგრესი 2020 წლის 18 სექტემბრისთვის გადაიტანეს.

თავდაპირველად, კონგრესი უნდა 5 ივნისს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს.

70-ე კონგრესი ისტორიული იქნება, ვინაიდან ის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

უფრო ადრე, ფიფამ ფუტსალში მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი წლით გადადო. ტურნირი 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება.